46წლის ისტორიის მქონე ანსამბლი “მოდინახე” ფუნქციონირებას ანახლებს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ობოლა ციმაკურიძის სახელობის კულტურის ცენტრთან არსებული მამაკაცთა ფოლკლორული ანსამბლი „მოდინახე“ რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ ფუნქციონირებას ანახლებს.

საჩხერის მუნციპალიტეტის გამგებელი მალხაზ ბაზაძე ანსამბლის წევრებს შეხვდა და მათ თანადგომას და სამომავლო განვითარებისთვის მხარდაჭერას დაპირდა.

ბოლო სამი წლის განმავლობაში ანსამბლი მსმენელის წინაშე პირველად აკაკიობის სახალხო დღესასწაულზე წარსდგა, მომავალი შეხვედრა კი 4 მაისს, გვირილობის დღესასწაულზე ქუთაისში მოხდება.

საკავშირო და რესპუბლიკურ ფესტივალებში სამგზის ლაურეატი ანსამბლის 10 სიმღერა 80-იან წლებში ანსამბლის იმდროინდელი ლოტბარის მამია ბაქრაძის ხელმძღვანელობით საქართველოს რადიოს ოქროს ფონდში შევიდა.

დღეისთვის ფოლკლორულ ანსამბლ „მოდინახე“-ში 17 წევრი ირიცხება (პროექტის ხელმძღვანელი: ელგა გუგუნავა). 46 წლის ისტორიის მქონე ანსამბლს ახალგაზრდა ლოტბარი დავით აბრამიშვილი უხელმძღვანელებს. პირველი რეპეტიცია უახლოეს დღეებში გაიმართება.

Visited 234 times, 1 visit(s) today