5 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ვერძი
უამრავი საქმე და ვალდებულება გაქვთ შესასრულებელი, მაგრამ ახალი პროექტების დაწყებასაც შეძლებთ. ყური დაუგდეთ მეგობრების რჩევას. ზოგიერთს საინტერესო აღმოჩენები გელით.

კურო
ზოგჯერ რუტინული საქმეების შესრულება კომფორტის შეგრძნება გიქმნით. მოთმინებით აღიჭურვეთ, ცოტა ხანში ისევ მზად იქნებით ექსპერიმენტებისთვის.

ტყუპი
შეიძლება დღეს შეხვდეთ ადამიანს, რომელთანაც ადრე მეგობრობა ან რომანი გაკავშირებდათ. ერთად საოცრად კარგ საქმეს გააკეთებთ, თუ ხვდებით, რომ მის გვერდით ფრთები გამოგესხათ, ნუღარც მიატოვებთ.

კირჩხიბი
შრომისმოყვარეობა და მიზანსწრაფულობა ყოველთვის მოგიტანთ შედეგს. კარგი დღეა ახალი პროექტების დასაწყებად, ძალები მოიკრიბეთ და ამოქმედდით.

ლომი
დღეს მიხვდებით, რომ რაღაც უნდა შეცვალოთ თქვენს ცხოვრებაში. ერთგული მეგობრების დახმარების იმედი გქონდეთ. ფინანსური პრობლემების გამო შეიძლება სასურველი ნივთები ვერ შეიძინოთ და ნუ დანაღვლიანდებით.

ქალწული
გარშემო მყოფებთან აქტიურად თანამშრომლობის დღეა. თქვენს პარტნიორად შეიძლება თქვენი მეგობარი გახდეს. კარგი
დღეა ძიებისა და ინიციატივის გამოხატვისთვის.

სასწორი
დღეს უნდა დაისვენოთ, ძალები მოიკრიბოთ. სასურველია, ცოტა ხნით სუფთა ჰაერზე გაისეირნოთ. საღამო სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში გაატარეთ.

მორიელი
სანამ გულხელდაკრეფილი იჯდებით არაფერი გამოგივათ. თუ რამის მიღწევა გსურთ, მეტად უნდა გააქტიურდეთ. სურვილი გაგიჩნდებათ ვიღაცას ანონიმური საჩუქარი გაუკეთოთ.

მშვილდოსანი
საინტერესო ადამიანებთან თანამშრომლობა სასიამოვნო შედეგსაც მოგიტანთ და განწყობასაც გაგიუმჯობესებთ. სასიამოვნო ცვლილებების დროა და მზად უნდა იყოთ.

თხის რქა
მოკრძალებული იერის მიუხედავად გარშემო მყოფებზე საოცარ შთაბეჭდილებას ახდენთ. მაქსიმალურად შეინარჩუნეთ დიპლომატია, მოერიდეთ კრიტიკას გარშემო მყოფების მიმართ.

მერწყული
უამრავი საქმე გაქვთ მოსაგვარებელი, სამსახურშიც და სახლშიც და საღამოს აღმოაჩენთ, რომ ყველაფერს იდეალურად გაუმკლავდით. მთავარია, გართობაზე არ მოცდეთ.

თევზები
იყავით მეტად აქტიური. ურთიერთობები კონფლიქტისა და დრამის გარეშე მოაგვარეთ. ახლობლები იზრუნებენ, რომ შინ ჰარმონიული და მშვიდი გარემო შეგიქმნან.

Visited 610 times, 1 visit(s) today