5 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

05/02/2018

ვერძი
ნუ ენდობით ერთგულ პარტნიორებსაც კი; გადაამოწმეთ მიღებული ინფორმაცია და იყავით დაკვირვებული დეტალებისადმი. მხოლოდ ასე აიცილებთ ფინანსურ დანაკარგს და შეცდომებს.

კურო
დროა, გადახედოთ წარსულში შესრულებულ საქმეებს, გამოასწოროთ შეცდომები. შეიძლება ურთიერთობა აღადგინით ძველ პარტნიორებთანაც. გამონახეთ დრო ახლობლებთან ურთიერთობისთვის.

ტყუპი
თუ გყავთ მეგობრები, რომლებსაც არ ელაპარაკებით, დროა შემოირიგოთ. შინ მოიპატიჟეთ ისინი. მეტი ყურადღება გმართებთ საქმეებისადმი, არ გამოგეპაროთ შეცდომები.

კირჩხიბი
ნუ გაატარებთ უფროსების, გამოცდილი მეგობრების რჩევებს. ზოგჯერ მცირე სუბიექტური მითითებაც კი მნიშვნელოვანია. მოერიდეთ ფულის ხარჯვას. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.

ლომი
დაფიქრების, გაანალიზების დღეა. ეს ეხება როგორც კარიერას, ასევე პირად ცხოვრებას. ნუ ხართ ემოციურად მიჯაჭვული ნურაფერზე. ზოგიერთი განებივრებას, მოფერებას საჭიროებს.

ქალწული
მოულოდნელი სიახლე გეგმების შეცვლას გამოიწვევს. შეიძლება განაახლოთ ძველ პროექტზე მუშაობა. მეტი ყურადღება მიაქციეთ უფროსების რჩევებს, საკუთარ ჯანმრთელობას. ფიზიკურად არ გადაიტვირთოთ.

სასწორი
აფორიაქტებული თუ იქნებით ვერაფერს გააკეთებთ. მშვიდად და დაკვირვებულად შეასრულეთ ვალდებულებები. გააუმჯობესეთ საქმიანი და სასიყვარულო ურთიერთობები.

მორიელი
გამოასწორეთ შეცდომები, მოინანიეთ ცოდვები. ყური დაუგდეთ უფროსი თაობის რჩევებს. ბავშვებთან ურთიერთობისას შერბილებული ტონი და მეგობრული დამოკიდებულება უნდა გამოავლინოთ.

მშვილდოსანი
მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლილობას, მეტად დაისვენეთ. მოსალოდნელია ქრონიკული დაავადებების გამწვავება. სასიყვარულო პარტნიორთან გულმართალი უნდა იყოთ.

თხის რქა
ახალ თანამოაზრეებს, ნაცნობებს გაიჩენთ. თუმცა, გააუმჯობესეთ ძველი კავშირებიც. ზოგიერთს გეგმების შეცვლა მოუწევს. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას.

მერწყული
გაუგებრობებისა და შეფერხებების დღეა. არ შეიძინოთ ძვირად ღირებული ნივთები, არ გააფორმოთ დოკუმენტები. ნუ გაართულებთ ურთიერთობას უფროსთან, კოლეგებთან. არ აჰყვეთ პროვოკაციებს.

თევზები
მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობას, არ გადაიტვირთოთ ფიზიკურად. დღეს ენერგია არ გაძლევთ ახალი საქმეების დაწყების საშუალებას. გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0