5 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა რაოდენობა 46.96%-ით გაიზარდა

07/06/2017

5 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა რაოდენობა 46.96%-ით გაიზარდა. აეროპორტებით ისარგებლა 1 224 010 მგზავრმა. ზრდა დაფიქსირდა საქართველოს ყველა აეროპორტში:
• თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მოემსახურა 1 005 605 მგზავრს. +42.96%
• ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 94,37%-ით არის გაზრდილი. აეროპორტი მოემსახურა 143 546 მგზავრს
• ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 72 516 მგზავრს მოემსახურა, +33.22%
• მესტიის აეროპორტი მიმდინარე წლის 5 თვის განმავლობაში 2 343 მგზავრს მოემსახურა +95.58%
► ამბროლაურის აეროპორტმა წელს პირველად მიიღო მგზავრები და იანვრის შუა რიცხვებიდან მაისის ბოლომდე 324 მგზავრს მოემსახურა
► 5 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში განხორციელდა 6 739 სამგზავრო და სატვირთო რეისი . ზრდა + 39,12%
► წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 13,64%-ით იმატა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების რაოდენობამ
► ზრდა დაფიქსირდა სატვირთო გადაზიდვების კუთხითაც. საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთის მოცულობამ 14 398,043 ტონა შეადგინა, +48,47%

Tweet about this on TwitterShare on Facebook0