გიორგი ალადაშვილი, ჯანდაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელს

02/04/2023

ჯანდაცვის სამინისტრო, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსთან (JICA) ერთად, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის გაძლიერების მიზნით ახალ პროექტზე მუშაობს. კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილე, პლატონ კალმახელიძესთან ერთად, ჯანდაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელს, ვერა ბაზიარს და დედათა და ბავშვთა საკითხებში იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს უფროს მრჩეველს, კეიკო ოზაკს შეხვდა. მხარეებმა დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ორსულთა მეთვალყურეობის პროგრამის ფარგლებში, სპეციალური სახელმძღვანელოს დანერგვა ბავშვთა უწყვეტი მოვლის ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. საპილოტე პროექტის ფარგლებში, შეიქმნება ორსულთა და 5 წლამდე ბავშვთა მეთვალყურეობის სტრატეგია. ორსულებისთვის და ახალბედა მშობლებისთვის მომზადდება სპეციალური სახელმძღვანელო, რომელიც დედათა და ბავშვთა უწყვეტი მოვლის ხარისხის გაუმჯობესებას და მშობელთა ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0