სამტრედია-გრიგოლეთის გზის IV ლოტის მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მე-4 მონაკვეთის მშენებლობას აქტიურად აგრძელებს. მშენებლობის ფარგლებში, 9 კილომეტრიან მონაკვეთზე 2 პარალელური გზაგამტარის, 1 სატრანსპორტო კვანძის, ასევე რკინაბეტონის მიწისქვეშა გასასვლელისა და წყალგამტარი მილის მშენებლობა დასრულებულია. ამ ეტაპზე, ასფალტ-ბეტონის საფარის ზედა ფენის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს; ამასთანავე, სამტრედია-გრიგოლეთის მე-4 მონაკვეთზე, უახლოეს პერიოდში დაიწყება გარე განათების სისტემის მოწყობის სამუშაოები. გზის მონაკვეთი გადის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფლების ხაჟალიას და ახალსოფლის ჩრდილოეთით, კვეთს სოფელ სუფსის გარკვეულ ნაწილს და უერთდება სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის არსებულ გზას. პროექტის ღირებულება 113 მილიონ ლარს შეადგენს და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის დასრულება მიმდინარე წელს იგეგმება. პარალელურ რეჟიმში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანში არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო და ჩქაროსნულ ავტომაგისტრალთან მიერთების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ახალი გზა, სამტრედია-გრიგოლეთის მე-4 ლოტს დაუერთდება და პროექტის დასრულების შემდეგ, შესაძლებელი გახდება ექსპლუატაციაში შევიდეს სამტრედია-გრიგოლეთის 9.5 კმ-იანი მონაკვეთი.

Visited 50 times, 1 visit(s) today