ირაკლი ღარიბაშვილი მონტენეგროს პრემიერ-მინისტრს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მონტენეგროს პრემიერ-მინისტრ დრიტან აბაზოვიჩს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობათა კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში” მონტენეგროს მონაწილეობა კავშირთა გაძლიერების შესაძლებლობაა. საუბარი ასევე შეეხო მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების გააქტიურებას. მთავრობის მეთაურმა მონტენეგროს პრემიერ-მინისტრს „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში” მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

Visited 19 times, 1 visit(s) today