51-ე ბატალიონის გაძლიერებული ასეული სამშვიდობო მისიის შესრულებას შეუდგა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის გაძლიერებულმა ასეულმა VI მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის „ალფა” ასეულისგან მისია სრულად გადაიბარა და სამშვიდობო მისიის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა. უფლებამოსილების გადაცემის ოფიციალურ ცერემონიალს „მტკიცე მხარდაჭერის” მისიის სარდლის მოადგილე, ბრიტანელი გენერალ-ლეიტენანტი სენდი სტორი და ავღანეთში საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი ალექსანდრე კიკნაძე დაესწრნენ.
„მტკიცე მხარდაჭერის” მისიის შტაბში გამართულ ღონისძიებაზე საქართველოსა და ნატოს ჰიმნები შესრულდა. ცერემონიალს ავღანეთში საქართველოს უფროს სამხედრო წარმომადგენლობასთან ერთად ამერიკის არმიის მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეებიც დაესწრნენ. IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის „ალფა” ასეულის სამხედროებს ხელმძღვანელობამ მისიის წარმატებით შესრულებისთვის მადლობა გადაუხადეს.
V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის გაძლიერებული ასეული სამშვიდობო მისიას 6 თვის მანძილზე შეასრულებენ. ქართველი სამხედროების ამოცანას „მტკიცე მხარდაჭერის” მისიის შტაბისა და ძალთა უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს.

Visited 226 times, 1 visit(s) today