Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს 2016 წლის 22 მარტს, ბელგიის დედაქალაქში მომხდარი ტერორისტული აქტების სერიას. შეძრწუნებულნი ვართ განხორციელებული ბარბაროსული ქმედების შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო და ამ უმძიმეს წუთებში სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ ბელგიელ ხალხს და ხელისუფლებას.
საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და მიიჩნევს, რომ აღნიშნული ტერორისტული თავდასხმა წარმოადგენს სასტიკ დანაშაულს კაცობრიობის წინაშე და მიმართულია მსოფლიოში მშვიდობის წინააღმდეგ.
საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს, ტერაქტის შედეგად დაშავებულებს კი უსურვებს სწრაფ გამოჯანმრთელებას.

Visited 197 times, 1 visit(s) today