6 მაისის პარკში არსებულ ტბაში გათევზინება იგეგმება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ბათუმში, 6 მაისის პარკში არსებულ ტბაში გათევზინება იგეგმება, სადაც სამი სახეობის 40 000 ლიფსიტა ჩაეშვება. გათევზინების მიზანია ეკოლოგიური ბალანსის შენარჩუნება და ეკოლოგიური დეგრადაციის შეჩერება. თევზები სწორედ იმ მავნე წყალმცენარეებით იკვებებიან, რომლებიც შთანთქავენ ჟანგბადს და ხელს უშლიან ტბის აერაციას.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უახლოეს პერიოდში ტენდერი გამოცხადდება, რისთვისაც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 20 000 ლარი გამოიყო.
ტბაში აერაციის სისტემა 2016 წელს დამონტაჟდა, რის შედეგადაც ტბაში ჟანგბადის შემცველობა საგრძნობლად გაიზარდა. სამომავლოდ კი, დაგეგმილია ტბის წყლის მიმოქცევის აღდგენა ზღვასთან, რაზედაც ქართველი და ბელარუსი სპეციალისტები ერთობლივად მუშაობენ.

Visited 262 times, 1 visit(s) today