6 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

06/08/2019

ვერძი
თუ დღეს არ გააკეთეთ არაფერს ახალს, ხვალ შედეგს ვერ მიიღებთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა გავლენიან ადამიანებთან. შეიძლება მეგობრებმა ვერ გაგიგონ, თუ სიმპათიურ და წარმატებულ პარტნიორთან გაწყვიტავთ რომანს.

კურო
კარგი დღეა მოგზაურობისა და მგზავრობის დასაწყებად. მეტი დრო გაატარეთ საყვარელი ადამიანის გვერდით. განსაკუთრებით, თუ მასზე დაქორწინებას აპირებთ.

ტყუპი
გამონახეთ დრო ახალი საქმეების დასაწყებად. ახალი იდეები კოლეგებთან ერთად განიხილეთ. სანამ რამეს იტყვით დაფიქრდით, გაფრთხილდით, რომ არ გააფუჭოთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან.

კირჩხიბი
დილიდან კარგი განწყობა შეიქმნით და არ იფიქროთ უსიამოვნო მომენტებზე. დახმარებაზე უარი არავის უთხრათ. ეს კიდევ უფრო აიგიმაღლებთ ავტორიტეტს გარშემო მყოფებში.

ლომი
წარმატებული დღე გელით. ბევრ საქმეს (რომლებსაც ერთდროულად მოაგვარებთ) მარტივად გაართმევთ თავს. საღამოს მხიარულად გაატარებთ; საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ.

ქალწული
მოერიდეთ ადამიანებს, რომლებიც სწრაფად დადიან და გზას გიღობავენ, ეს როგორც პირდაპირი ისე გადატანითი მნიშვნელობით. კოლეგებთან შეთანხმებულად იმოქმედეთ.

სასწორი
ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას გარშემო მყოფებთან. თუ ადამიანი აგრესიულადაა განწყობილი, აღარ დაუწყოთ ახსნა-განმარტება, გაერიდეთ. საღამო სასიამოვნო გარემოში გაატარეთ.

მორიელი
საქმიანი შეხვედრებისა და ახალი საქმეების დღეა. სასიამოვნო ნაცნობობა შეიძლება რომანში გადაიზარდოს. იყავით მეტად პოზიტიური.

მშვილდოსანი
ცვლილებები გსურთ და სამშაბათი მოქმედების დღეა. გადააკეთეთ, თუ რამე არ მოგწონთ და დატკბით შედეგით.

თხის რქა
ჩაიწერეთ ყველა ახალი იდეა, რომელიც დაგებადებათ, რადგან ყველაფერს დღესვე ვერ განახორციელებთ. შეკრიბეთ თანამოაზრეების ახალი ჯგუფი.

მერწყული
თუ ფული მოგრჩათ, ეს არ ნიშნავს, რომ დღესვე უნდა გაფლანგოთ. გადადეთ და საჭირო დროს გამოიყენებთ. ახალდაწყებულ რომანტიკულ ურთიერთობებში აჩქარება არ ივარგებს, ჯერ კარგად შეისწავლეთ პარტნიორი.

თევზები
დილიდანვე შეუდექით მნიშვნელოვანი საქმეების მოგვარებას. თუ კონკრეტულ ადამიანთან დაალაპარაკება გსურთ, ნუღარ გადადებთ, დღესვე დაურეკეთ. საკუთარი თავი მეტად გაინებივრეთ ახალი ნივთებით, სასიამოვნო შეგრძენებით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0