6 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

06/01/2020

ვერძი
დღეს სასიცოცხლო ძალები და შემოქმედებითი ენერგია ნაკლები გაქვთ. შესაძლოა მიიღოთ უსიამოვნო შეტყობინება ან მოვლენები არასასიამოვნოდ განვითარდეს. საყვარელ ადამიანთან შეხვედრისას გართულებები წარმოიშობა, რაც შესაძლოა დაშორებამდეც კი მივიდეს. დაეხმარეთ გარშემომყოფებს და ისინი მადლიერნი იქნებიან.

კურო
დღეს შეიძლება ვალი დაგიბრუნონ ან ძვირფასი საჩუქარი მოგართვან. ნუ წამოიწყებთ რაიმე სერიოზულ საქმეს, მოითმინეთ ხვალამდე. თქვენმა ჩაძიებამ შეიძლება კონფლიქტი გამოიწვიოს საყვარელ ადამიანთან. კარგად წაუვათ საქმე ბანკის თანამშრომლებს.

ტყუპი
დღეს უნდა იზრუნოთ ახლობლების უსაფრთხოებაზე, რადგან დიდია ტრავმის მიღების ალბათობა. შემოქმედებით საქმიანობაში წარმატებები გელით. შესაძლოა შეხვდეთ ადამიანს, რომელთანაც ოდესღაც სამსახური გაკავშირებდათ და დიდი ხანია არ გინახავთ. სავარაუდოდ მიიღებთ პრემიას.

კირჩხიბი
დღეს უნდა იზრუნოთ ახლობლების უსაფრთხოებაზე, რადგან დიდია ტრავმის მიღების ალბათობა. შემოქმედებით საქმიანობაში წარმატებები გელით. შესაძლოა შეხვდეთ ადამიანს, რომელთანაც ოდესღაც სამსახური გაკავშირებდათ და დიდი ხანია არ გინახავთ. სავარაუდოდ მიიღებთ პრემიას.

ლომი
აქტიური დღეა. პროფესიულ სფეროში ნიჭის გამოვლენას შეძლებთ. მცდელობა, გაერკვეთ სიტუაციაში ანალიზის დახმარებით, უშედეგო იქნება. კარგად წაუვათ საქმე კომერსანტებს.

ქალწული
დღევანდელი დღე თავისუფლებას შეგმატებთ, რაც დაგეხმარებათ ბევრი საკითხის მოგვარებაში. შესაძლოა ძველი ანგარიშების დაფარვა მოგთხოვონ. კარგი მომენტია რემონტის დასაწყებად ან ახალი ავეჯის შესაძენად. საღამოს შეიარეთ სატრენაჟორო დარბაზში.

სასწორი
დღევანდელი დღე წარმატებებს გპირდებათ სიყვარულში. კარგი დღეა პაემნისთვის, კულტ-ლაშქრობისთვის, დღესასწაულის მოწყობისთვის. პარტნიორების შერჩევისას ყურადღებით იყავით – ეს ურთიერთობა შეიძლება ხანგრძლივი იყოს. ბავშვებს დიდი ხნით ნუ მოიცილებთ თვალსაწიერიდან რამე რომ არ იტკინონ ან არ დაიკარგონ. კუჭის პრობლემების მქონეთათვის უმჯობესია რაციონიდან გამორიცხონ მლაშე და ცხარე საკვები. შესაძლოა გავლენიან ადამიანებს შეხვდეთ.

მორიელი
მეგობრული ურთიერთობების აღდგენისთვის საუკეთესო დღეა. გამორიცხული არ არის, რომ მიიღოთ უსიამოვნო შეტყობინება, ან მოვლენები განვითარდეს თქვენთვის არასასიამოვნოდ. დღეს შეძლებთ რამოდენიმე საქმე ერთდროულად გააკეთოთ. გაუთვალისწინებელმა მოვლენამ შესაძლოა ოჯახში კონფლიქტი გამოიწვიოს.

მშვილდოსანი
კარგი დღეა ოჯახთან ერთად აქტიური დასვენების ან სპორტით დაკავებისთვის. საქმე, რომელშიც დიდი დრო და ენერგია გაქვთ ჩადებული ნაყოფს გამოიღებს. გააკონტროლეთ წყენა, რომელიც გულში გაქვთ, რათა თავი აარიდოთ ოჯახში კამათს. მმართველ ორგანოებთან კონტაქტი წარმატებული იქნება.

თხის რქა
კარგი დღეა მშნებლებისათვის, ტექნიკისა და მომსახურების სფეროში დაკავებული ადამიანებისათივს. იყავით თავშეკავებული – ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად შეგიძლიათ თავის მართვა. ნუ დაგეგმავთ დღეისათვის სერიოზულ საქმეებს და მნიშვნელოვან შეხვედრებს. ფრთხილად იყავით კომპიუტერთან.

მერწყული
დღეს ზღვა ენერგია გაქვთ. შეტყობინება, რომელსაც დღეს მიიღებთ იქნება მოულოდნელი და სასიხარულო როგორც თქვენთვის, ისე თქვენი ოჯახის ყველა წევრისთვის. შესაძლოა მიიღოთ დაუგეგმავი შემოსავალი, თუმცა ამ ფულის დახარჯვა ოჯახთან ერთად სამოგზაუროდ წასვლაში მოგიწვთ. საღამოს შეეცადეთ კარგად დაისვენოთ, ძილის წინ თბილი აბაზანა მიიღეთ, რაც სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ.

თევზები
დღევანდელი დღე მეტწილად ხანმოკლე კეთილდღეობის მომტანია, რაც საბოლოოდ ხანგრძლივი იმედგაცრუებით იცვლება, განსაკუთრებით სიყვარულში. სიზმრები თითქმის ყოველთვის სრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0