მარნეულში წყალმომარაგების და წყალარანიების სისტემების მშენებლობა მიმდინარეობს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მარნეულის წყალმომარაგების და წყალარანიების სისტემების მშენებლობის პროცესს გაეცნენ. პროექტის ფარგლებში შენდება წყლისა და წყალარინების სრულიად ახალი, თანამერდოვე სისტემები – სატუმბი სადგურები და რეზერვუარები, ეწყობა მაგისტრალური მილი, შიდა ქსელები და ახალი საკანალიზაციო კოლექტორი. პროექტის დასრულების შემდეგ ქალაქ მარნეულისა და მუნიციპალიტეტის 5 სოფლის – წერეთელი, საიმერლო, ყიზილაჯლო, დიდი და პატარა ბეგლარი – საერთო ჯამში 30 ათასზე მეტი ბენეფიციარი სტაბილური და ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. ხოლო წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურით მარნეულის, ბოლნისისა და სოფელ ყიზილაჯლოს 40 ათასამდე მაცხოვრებელი ისარგებლებს.
მარნეულის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების და წყალარანიების სისტემების მშენებლობა 2021 წელს დასრულდება.

Visited 106 times, 1 visit(s) today