Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად თამარ ლალიაშვილის და ნონა თოდუას კანდიდატები წარადგინა.
ქვეყნის პირველმა პირმა წარდგენილ კანდიდატებთან შეხვედრა გამართა, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და უზენაეს სასამართლოში პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კიდევ ერთი კანდიდატი ანა დოლიძე.
„მე დღეს წარვადგინე ორი ახალი მოსამართლე, ქალბატონი თამარ ლალიაშვილი და ქალბატონი ნონა თოდუა. ქალბატონი ანა დოლიძე უკვე წარდგენილი მყავს დაახლოებით რამდენიმე კვირის წინ. მინდა მოგახსენოთ, რომ ეს სამივე ქალბატონი თავისი გამორჩეული ბიოგრაფიით, თავისი პროფესიონალიზმით და ამავე დროს თავისი პრინციპულობით, იქნებიან ადამიანები რომლებიც სწორედაც საქართველოს სახელით გამოიტანენ განაჩენებს. არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის, არა რომელიმე ჯგუფის, არა რომელიმე პოლიტიკოსის არამედ საქართველოს სახელით შესძლებენ, რომ გამოიტანონ განაჩენები და უკეთესი მართლმსაჯულება მისცენ ქვეყანას“ -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

Visited 122 times, 1 visit(s) today