7-დან 9 აგვისტომდე მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე შეზღუდვები დაწესდება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 94-ე კმ-ზე არსებულ გვირაბში, ე.წ. „ღია გალერიაში“, დაგეგმილია დაზიანებული ასფალტის საფარის აღდგენითი სამუშაოების წარმოება, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე 7, 8 და 9 აგვისტოს, ყოველდღე 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

Visited 83 times, 1 visit(s) today