7 ივლისიდან ავიაკომპანია „სერვისეარი“ თბილისიდან ბათუმის მიმართულებით ავიარეისებს შეასრულებს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ხვალიდან „სერვისეარი“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით ფრენების განხორციელებას დაიწყებს. მგზავრებს „სააბის“ ტიპის 32 ადგილიანი საჰაერო ხომალდი მოემსახურებათ. ერთი გზის ბილეთის ღირებულება 90 ლარს შეადგენს.
ფრენები შესრულდება ყოველდღე, ოთხშაბათის გარდა, შემდეგი განრიგით:
მიმართულება ორშაბათი სამშაბათი ხუთშაბათი პარასკევი შაბათი კვირა
1
თბილისი – ბათუმი 10:00 10:00 10:00 10:00 10:00 10:00
ბათუმი-თბილისი 12:00 12:00 12:00 12:00 12:00 12:00
2
თბილისი – ბათუმი 14:00 14:00
ბათუმი-თბილისი 16:00 16:00
3
თბილისი – ბათუმი 18:00 18:00 18:00 18:00 18:00
ბათუმი-თბილისი 20:00 20:00 20:00 20:00 20:00
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ტურისტული კომპანია „ვანილა სქაის“ თბილისისა და ბათუმის ოფისებში, ასევე აღნიშნული კომპანიის ვებ-გვერდზე (7 ივლისის 16:00 საათიდან) და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის სალაროში.

Visited 201 times, 1 visit(s) today