7-საფეხურიანი ცვლილება ერთი წლის განმავლობაში არის ძალიან დიდი ნახტომი

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

7-საფეხურიანი ცვლილება ერთი წლის განმავლობაში არის ძალიან დიდი ნახტომი, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება ნებისმიერი ინვესტორისთვის, – ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მსოფლიო ბანკის ჯგუფის მიერ გამოქვეყნებული კვლევები. გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, საქართველომ ბიზნესის კეთების მსოფლიო რეიტინგში 23-ე ადგილიდან მე-16 ადგილზე აიწია.
„მსოფლიო ბანკის რეიტინგს რაც შეეხება, ძალიან კარგი, მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა. ფაქტობრივად, 7 საფეხურით აიწია საქართველომ ბიზნესის კეთების მსოფლიო რეიტინგში – 23-ე ადგილიდან მე-16 ადგილზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება, ვინაიდან საქართველო შედის წამყვან ქვეყნებში და 7-საფეხურიანი ცვლილება ერთი წლის განმავლობაში არის ძალიან მნიშვნელოვანი დადებითი ნახტომი, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება ნებისმიერი ინვესტორისთვის“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

Visited 122 times, 1 visit(s) today