ვერძი
ყურადღება გმართებთ ახლობლების მიმართ. დაურეკეთ და მოიკითხეთ ისინი. ყველა უსიამოვნება მოგვარდება და მშვიდად შეხვდებით საღამოს.
კურო
მთაზე ასვლას მუდამ ახლავს დაბრკოლებები, მაგრამ მთის წვერზე როცა მოექცევით, წარმატება ყველა სირთულეს დაგავიწყებთ. იბრძოლეთ!
ტყუპი
რომანტიკული მოვლენებით აღსავსე დღე გელით. საყვარელ ადამიანს ან საჩუქარი მოუმზადეთ, ან – რომანტიკული საღამო.
კირჩხიბი
გააუმჯობესეთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. მათი დახმარებით ახალი შესაძლებლობები გამოგიჩნდებათ. ყური დაუგდეთ ინტუიციას.
ლომი
ერთდროულად რამდენიმე საქმე გექნებათ მოსაგვარებელი. რატომ გადარდებთ რას ფიქრობს ხალხი?.. ის აკეთეთ რაც თქვენთვისაა კარგი. სიფრთხილე გმართებთ ფულთან.
ქალწული
ახლობლებთან რთულ საკითხებზე საუბარს მოერიდეთ. კარგი დღეა სწავლის დასაწყებად, გამოცდილების მისაღებად.
სასწორი
რაც უფრო აქტიური და გიჟური იქნებით, მით საინტერესო ცხოვრება გელით. რუტინაც კი უნდა გაახალისოთ.
მორიელი
თქვენთვის საინტერესი ადამიანის საიდუმლო გამჟღავნდება და ის, რასაც მოისმენთ ყველაფერს შეგიცვლით. მაქსიმალურად თავი შეიკავეთ, რომ სკანდალში არ გაეხვიოთ.
მშვილდოსანი
დღეს მიიღებთ იმ დაფასებას და აღიარებას, რასაც ელოდით. თანამშრომლობა შეიძლება ყველაზე უჩვეულო ადამიანმა შემოგთავაზოთ.
თხის რქა
ადამიანი, რომელთანაც თანამშრომლობას ან თანაცხოვრებას აპირებთ, უკეთ უნდა გაიცნოთ. მომავალში გაუთვალისწინებელი სიტუაციის გამო რომ არ ინერვიულოთ.
მერწყული
ყველა ძველი საქმის და ვალდებულების გვერდზე მიყრა და სიახლეები გსურთ. თვენმა შემართებამ შეიძლება გარშემო მყოფებიც დააინტერესოს და ერთად კარგი პროექტი გააკეთოთ.
თევზები
ანალიტიკური შესაძლებლობები გამოიყენეთ მსხვილი საყიდლების დროს, ფინანური საქმეების მოგვარებისას. სიყვარულს კი დამტკიცება და ფაქტები არ სჭირდება.