ჩუღურეთის რაიონში ახალი სკვერი გაიხსნა

09/12/2017

ჩუღურეთის რაიონში, მეუნარგიას ქუჩის N58-ში ახალი სკვერი გაიხსნა. სკვერი იმ ტერიტორიაზე მოეწყო, სადაც წლების განმავლობაში ნაგავი უნებართვოდ იყრებოდა.
კეთილმოწყობილი დასასვენებელი სივრცე ჩუღურეთის რაიონის გამგებელმაზურაბ ჩიკვილაძემ, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსმა გიგა გიგაშვილმა და თბილისის საკრებულოს წევრმა ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარული ოლქიდანრიმა ბერაძემ დაათვალიერეს.
გამგეობის დაფინანსებით, სკვერის ტერიტორიაზე დაიგო ბალახის საფარი, დამონტაჟდა საბავშვო გასართობი მოედანი, სკამები, სანაგვე ურნები, დამონტაჟდა განათება და დეკორატიული ფილებით საფეხმავლო ბილიკები მოეწყო.
დღესვე, ახლადგახსნილ სკვერში გამწვანების აქცია გაიმართა, სადაც ხე-მცენარეები და დეკორატიული ბუჩქები დაირგო.
ჩუღურეთის რაიონს მიმდინარე წელს, ექვსი ახალი სკვერი შეემატა, არსებულ 33 სკვერს კი, აღდგენა-რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0