7-8 ნოემბერს მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე მოძრაობა პერიოდულად ჩაიკეტება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შ.პ.ს. „საქართველოს სამხედრო გზა“, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 29-ე კმ-ზე, ფერდობის სტაბილიზაციის მიზნით, ახორციელებს დამატებით პრევენციულ სამუშაოებს, რომლის ფარგლებშიც ჩასატარებელია ცალკეული გადმოკიდებული ქვების გაწმენდა ხელით, კლდეზე მცოცავების -მეკლდეურების მეშვეობით. რის გამოც, 7 და 8 ნოემბერს 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე საჭიროა, პერიოდულად ერთი საათის ინტერვალით, გზის ამ მონაკვეთზე, ჩაიკეტება ავტომობილების მოძრაობა.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

Visited 142 times, 1 visit(s) today