700 დევნილი ოჯახი სასოფლო-სამეურნეო წარმოებისთვის გრანტს მიიღებს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) შეთანხმების საფუძველზე, სამინისტრომ 810 000 აშშ დოლარის ოდენობის გრანტი მიიღო.
აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, დევნილთა და განსახლების მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ განცხადება გააკეთა. მინისტრის მოადგილის თქმით, პროექტი მიზნად ისახავს უკიდურესად მოწყვლადი კატეგორიის დევნილების შემოსავლის ზრდას, სასოფლო-სამურნეო წარმოებისა და სასურსათო უზრუნველყოფის გაუმჯობესებას.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://gov.ge/s/c83cd

Visited 182 times, 1 visit(s) today