რეზიდენტის ადმინისტრაცია პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, სამშვიდობო მემორანდუმს შეუერთდნენ.

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, სამშვიდობო მემორანდუმს შეუერთდნენ. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ინიციატივა, რომლითაც პრემიერ-მინისტრი გამოვიდა, შეთანხმების კარგი შესაძლებლობაა, რომელიც ხელიდან არც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ არ უნდა გაუშვას.

„ჩვენ ყოველთვის მძაფრად ვაკრიტიკებდით ყველა ტიპის ძალადობას. შესაბამისად, მივესალმეთ პრემიერის ინიციატივას ე.წ. სამშვიდობო მემურანდუმთან დაკავშირებით. მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, ჩაერთონ დიალოგის პროცესში და შეუერთდნენ მემორანდუმს, რომელიც შესაძლოა არ იყოს ყველაფრის გარანტი, მაგრამ ეს არის შესაძლებლობა მეტი შეთანხმებისა და დიალოგისაკენ, რომელიც ჩვენ ხელიდან არ უნდა გავუშათ“, – განაცხადა აბაშიშვილმა.

მისივე განმარტებით, ქვეყანამ უნდა შეძლოს არჩევნების მშვიდ, სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში ჩატარება.
პრემიერმინისტრის ინიციატივით, „ქართული ოცნება“ არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად პოლიტიკურ პარტიებს მემორანდუმის გაფორმებას სთავაზობს.

Visited 151 times, 1 visit(s) today