8 თებერვალის ასტროლოგიური პროგნოზი

08/02/2020

ვერძი
მშვიდი და ჰარმონიული დღე გელოდებათ. თუმცა პირად ცხოვრებაში წარმოქმნილი პრობლემების მოგვარებას მხოლოდ და მხოლოდ ძველი წყენის დავიწყების შემთხვევაში თუ მოახერხებთ. ამიტომ აჯობებს საკუთრ გრძნობებში კარგად გაერკვეთ და საყვარელ ადამიანთან დიალოგი ისე წამოიწყოთ.

კურო
დღეს იზრდება თქვენი მხრიდან, კონფლიქტური სიტუაციების პროვოცირების ალბათობა. მეტი გულმოწყალებითა და თანაგრძნობით მოეკიდეთ, უფროსი თაობის წარმომადგენლებს. გარშემომყოფთა მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულება გამოიჩინეთ.

ტყუპი
საოჯახო პრობლემების მოგვარება და ახლობლებზე ზრუნვა მოგიწევთ. დღის ბოლოს, ოჯახის წევრების მხრიდან, თქვენი მისამართით აშკარად გამოხატული, მადლიერი და თბილი დამოკიდებულება, განწყობას და საკუთარი თავის რწმენას აგიმაღლებთ.

კირჩხიბი
დღეს მაქსიმალური სიფრთხილით მოეკიდეთ, საქმიან დოკუმენტაციასთან და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებულ, ნებისმიერ საკითხს, რადგან დღეს ამ კუთხით საბედისწერო შეცდომის დაშვების ალბათობა ძალზე დიდია.

ლომი
დღეს, თქვენი ზოდიაქოსთვის დამახასიათებელი, ორგანიზატორული ნიჭი, დიდ სამსახურს გაგიწევთ, როგორც ოჯახში,ისე სამსახურში თანამშრომლებთან ურთიერთობისას. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ეს ადვილი საქმე იქნება და სავარაუდოდ ბევრი ოფლის ღვრაც მოგიხდებათ, რადგან ერთბაშად, რამოდენიმე ფრონტზე მოგიწევთ ბრძოლის გაჩაღება.

ქალწული
დღეს მოულოდნელად წარმოქმნილმა პრობლემებმა, შესაძლოა საღამოს გეგმების შეცვლაც კი გაიძულოთ და საყვარელ ადამიანთან დაგეგმილი, რომანტიკული ვახშმის ნაცვლად, სამუშაო მაგიდასთან მოგიწიოთ დროის გატარება. თუმცა თქვენს მიერ გაღებული დღევანდელი მსხვერპლი, სამომავლოდ აუცილებლად სოლიდურ, ფინანსურ ანაზღაურებას ან კარიერაში მნიშვნელოვან წინსვლას მოგიტანთ.

სასწორი
დღეს შესაძლოა თავი უმნიშვნელო ფინანსურმა სიძნელეებმა იჩინოს, თუმცა მათ მოგვარებას, დღის ბოლოს მეგობრების დახმარებით იოლად შესძლებთ. სამაგიეროდ ამ დახმარების საფუძველზე გამორიცხული არაა, ძალზე პერსპექტიულ სამომავლო პროექტს ჩაუყაროთ საფუძველი.

მორიელი
დღეს თავი შეიკავეთ ზედმეტი კამათისაგან, ფილოსოფიური მსჯელობის უნარი დღეს ნაკლებად გამოგადგებათ, აქედან გამომდინარე ნუ ჩაერთვებით პოლემიკაში.

მშვილდოსანი
დღევანდელი დღე თქვენგან, პროფესიული თვალსაზრისით ნებისყოფისა და პრინციპულობის მაქსიმალურ გამოვლენას მოითხოვს. მაქსიმალური სიფრთხილე და წინდახედულება გამოიჩინეთ, სანამ ახალ პროექტზე მუშაობას ან ბიზნეს-შემოთავაზებას დასთანხმდებოდეთ.

თხის რქა
თამამად შეგიძლიათ დღეს გრანდიოზული გეგმების განხორციელებაზე იფიქროთ-ნებისმიერი საკითხის მოგვარებას შეძლებთ. შესაძლებელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა იჩინოს თავი.

მერწყული
დღეს თქვენში მომატებულმა მგრძნობელობამ და შინაგანმა დაძაბულობამ, რომელიც ბოლოდროინდელი გადაღლისა და ხანგრძლივი სტრესული მდგომარეობის შედეგია, გამორიცხული არაა, თქვენი მხრიდან გარშემომყოფებთან მიმართებაში, როგორც საქმიანი ისე პირადი ურთიერთობების კუთხით, სერიოზული კონფლიქტის პროვოცირებაც კი გამოიწვიოს.

თევზები
დღევანდელი დღე გაიძულებთ, საკუთარ ცხოვრებას ფილოსოფიურ ჭრილში შეხედოთ. შეეცადეთ ობიექტურად გადააფასოთ, თქვენს მიერ აქამდე განვლილი ცხოვრების გზა და იმაზეც დაფიქრდეთ, რომ იქნებ მიმართულების შეცვალის დრო დადგა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0