8 სექტემბერს დასრულდება საპრეზიდენტო კანდიდატების დასახელების ვადა

28/08/2018

„ჩვენ შეგვეძლო გაგვეთამაშებინა სცენარი, წარგვედგინა ჩვენი დამოუკიდებელი კანდიდატი, რაც იქნებოდა პროცესში ხელოვნური ჩარევა. ეს ბუნებრივია, იქნებოდა არასწორი. ამიტომ ველოდებით პროცესების განვითარებას. ველოდებით 8 სექტემბერს, როდესაც კანდიდატები საკუთარ კანდიდატურებს დაასახელებენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინაშე. ამის შემდეგ ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, იმის მიხედვით, თუ რა სპექტრით ჩამოყალიბდება კანდიდატები საპრეზიდენტო არჩევნებისთვის“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0