აბაშის მუნიციპალიტეტი 2018 წელს ახალი სადღესასწაულო ილუმინაციებით შეხვდება

09/12/2017

აბაშის მუნიციპალიტეტი 2018 წელს ახალი სადღესასწაულო ილუმინაციებით შეხვდება, რაც აბაშელებსა და სტუმრებს საზეიმო განწყობას შეუქმნის.. მრავალნაირი დეკორაციებით, საახალწლოდ მოირთვება ქალაქი. 31 დეკემბერს კი საინტერესო და მრავალფეროვან ღონისძიებებს ვიხილავთ. საახალწლო განათებების მონტაჟის დაწყებას აბაშის მუნიციპალიტეტის მერი ლევან მაკალათია, მერიის თანამშრომლები და მოქალაქეები ესწრებოდნენ. მერმა პირადად მიიღო მონაწილეობა განათების სამუშაოებში. ლევან მაკალათიას თქმით, აბაშა ახალ წელს ძალიან ლამაზი და განსხვავებული იქნება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0