800 აბონენტს შეუწყდა ბუნებრივი აირის მიწოდება

08/12/2017

7 დეკემბერს, უხვად მოსული ნალექის გამო, ზესტაფონში, უზნაძის ქუჩაზე ჩამოიშალა საყრდენი კედელი, რის გამოც დაზიანდა საშუალო წნევის მაგისტრალი და დაახლოებით 800 აბონენტს შეუწყდა ბუნებრივი აირის მიწოდება. გაზი ამ დროისთვის არ მიეწოდება, ზედა საქარის, ლაღიძის, უზნაძის, მერკვილაძის, მარჯანიშვილის და მის მიმდებარე ქუჩებს. გაზსადენზე სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. როგორც „სოკარ ჯორჯია გაზის“ ზესტაფონის სერვის ცენტრში აცხადებენ, დღის ბოლომდე ბუნებრივი აირის მიწოდება აღუდგება ქალაქის აბონენტებს, 9 დეკემბრიდან კი ზედა საქარის მოსახლეობას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0