83 წლის მამაკაცი თეთნულდის მწვერვალიდან დაეშვა

16/08/2017

მესტიის მუნიციპალიტეტში, თეთნულდის მწვერვალიდან წარმატებული დაშვება განახორციელეს შვეიცარიის მოქალაქემ, პროფესიით ჰიდროლოგმა- 83 წლის გვიდო შტაინერმა, ექიმმა ალექსანდრე კობაიძემ, რომელიც ოც წელზე მეტია მოღვაწეობს გერმანიაში და საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაციასთან არსებული ,, სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის” სტუდენტებმა გოგიტა ჩართოლანმა და ლაშა ფირცხელიანმა.
როგორც ბატონმა გვიდო შტაინერმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, მიუხედავად რთული მეტეოროლოგიური პირობებისა, გოგიტა ჩართოლანისა და ლაშა ფირცხელიანის დახმარებით ჯგუფმა ორ დღეში შეძლო მწვერვალზე ასვლა და შემდეგ წარმატებული დაშვება.
საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაცია, გასულ წელს გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, რომელიც გულისხმობს აგრეთვე საერთაშორისო თანამშრომლობას, მჭიდროდ თანამშრომლობს ადგილობრივ თვითმართველობასთან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0