9 აპრილი არის ერთობის, ტკივილის, ბოროტებაზე გამარჯვების და თავისუფლების სიმბოლო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

,,დღეს მთელი საქართველო ქედს იხრის იმ ადამიანების წინაშე რომლებმაც თავი შესწირეს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს თავისუფლებას. 9 აპრილის გმირები ყოველთვის იქნებიან მისაბაძი მაგალითები მომავალი თაობებისთვის, მათი გმირობა მისაბაძია არამხოლოდ ახლა, ასე იქნება საუკუნეების შემდეგაც. 9 აპრილი არის ერთობის, ტკივილის, ბოროტებაზე გამარჯვების და თავისუფლების სიმბოლო. 1989 წლის აპრილის საშინელ ღამეს ჩვენი რეგიონის ახალგაზრდა, მარტვილის მკვიდრი აზა ადამია შეიწირა, რომელიც ჩვენი დროის გმირია. აზა პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეხუთე კურსის სტუდენტი იყო. ის მეგობრებთან ერთად მიტინგზე ყოველდღიურად დადიოდა. მე ქედს ვიხრი აზა ადამიას დედის წინაშე გმირი შვილის აღზრდისთვის და ქედს ვიხრი ყველა იმ გმირების ოჯახების წინაშე ვინც 27 წლის უკან თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირა“.-განაცხადა სამეგრელო – ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ.

Visited 252 times, 1 visit(s) today