9 მაისს, ახალციხეში ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავი აღნიშნეს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლომიძემ და მერის მოადგილემ რუბენ კარაპეტიანმა, სამხარეო და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელებთან ერთად ყვავილებით და გვირგვინებით შეამკეს მეორე მსოფლიო ომის ობელისკი. ახალციხეში მცხოვრები სამი ვეტერანი მისაკ ავეტისიანი, ვართან გუკასიანი და სააკ მიქაელიანი ხელმძღვანელმა პირებმა ოჯახებში მოინახულეს. მათ მერიის საჩუქრები და პრემიერის მისალოცი ბარათები პირადად გადასცეს. ვეტერანებს ერთჯერადი ფულადი დახმარებაც გაეწიათ. თითოეული მუნიციპალიტეტისგან 700 ლარით, ხოლო მთავრობისგან მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 1000 ლარით, მარჩენალდაკარგულთა ოჯახები კი 500 ლარით დასაჩუქრდნენ.

Visited 52 times, 1 visit(s) today