9 წლის განმავლობაში “ადიგენური სვიტა” მართავდა ქვეყანას

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

9 წლის განმავლობაში “ადიგენური სვიტა” მართავდა ქვეყანას, ლამის იყო მდინარეებს აღმა დააწყებინეს სიარული, – ამის შესახებ დეპუტატმა დავით ლორთქიფანიძემ განაცხადა. ლორთქიფანიძე ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატის ზურაბ ჩილინგარაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ადიგენში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.

“9 წლის განმავლობაში ადიგენური “სვიტა” მართავდა ქვეყანას, ლამის იყო მდინარეებს აღმა დააწყებინეს სიარული და დღეს, ახლა გაზიფიკაციაზე საუბარი უხერხულია. სახელმწიფო გაზიფიცირების პროექტეს აგრძელებს. რამოდემიმე დღის წინ 20 მილიონი გამოიყო მთავრობის მხრიდან და გრძელდება გაზიფიკაციის პროექტი. დაახლოებით 60-მდე სოფლის გაზიფიკაცია უნდა დასრულდეს, მათ შორის ვანის რაიონში, ზედა მუქეთის სოფლებზეა საუბარი და ამისათვის ენერგეტიკის სამინისტროს, მთავრობას დიდი მადლობა მინდა გადავუხადო”, – განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ.

დეპუტატმა “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ “საზოგადოებას ტყუილში და სისხლში აცხოვრებდნენ”.

“გუშინდელი ფაქტი უნდა გავიხსენოთ, სერგო თეთრაძის საქმე, რად ღირს მარტო. ადამიანი, რომელიც ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს, მერე აწამეს, ციხეში მოკლეს. ძალიან მოკლე დროში აღძრეს საქმე და იქვე დაამთავრეს დანაშაულის არასებობის გამო. ახლა პროკურატურამ დაასრულა საქმე თეთრაძესთან დაკავშირებით და მისი ბრალეულობა ჯაშუშობის საქმეში არ გამოიხატა. რა დგას ამის უკან? ამის უკან დგას გაუბედურებული ოჯახი”, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.

Visited 188 times, 1 visit(s) today