9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს რუსთავსა და გარდაბანში

09/04/2017

9 აპრილს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა, პაატა ხიზანაშვილმა მოადგილესთან კახაბერ გუგეშაშვილთან ერთად გარდაბანში გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და 28 წლის წინ მომხდარი მოვლენების შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო. მოგვიანებით მხარის გუბერნატორმა ქალაქის მერთან დავით ჯიქიასთან , საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით მაღლაკელიძესთან და რეგიონისა და ქალაქის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად გვირგვინით შეამკო ქალაქ რუსთავში დიდების ხეივანში მდებარე მემორიალი. ღონისძიება პატრიოტულ მოტივებზე შექმნილი სიმღერებით გააფორმეს ანსამბლ ,,ფიროსმანის“ მომღერლებმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0