9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

09/04/2017

სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა პაპუნა მარგველიძემ, ახალგაზრდებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქ. ამბროლაურში 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 28 წელი გავიდა. ამ დღეს საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისში მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა. მოგვიანებით კი, 1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიებები რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0