9 მაისი ზესტაფონში სადღესასწაულო ღონისძიებებით აღნიშნეს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ფაშიზმზე გამარჯვების 71 – ე წლისთავი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიულოცეს. მათ პატივი მიაგეს სამამულო ომის გმირების, სერგო კეთილაძისა და ალექსანდრე ბიბილაშვილის ბიუსტებს. ყვავილებით შეამკეს ასევე „დიდების მემორიალი“, „ძმათა სასაფლაო“. მუნიციპალიტეტის გამგებელმა ტარიელ თუთარაშვილმა ომის ვეტერანებს პირადად გააცნო პრემიერ – მინისტრის სპეციალური მილოცვა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად თოთოეულ ვეტერანს სადღესასწაულოდ 600 ლარი ჩაერიცხა, ხოლო მარჩენალდაკარგულთა ოჯახებს 300 ლარი. მუნიციპალიტეტის გამგეობის გადაწყვეტილებით ასევე ზესტაფონელმა ომის ვეტერანებმა 9 მაისთან დაკავშირებით დამატებით 200 ლარი მიიღეს. 9 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მოგვიანებით კულტურისა და შემოქმედების ცენტრში გაგრძელდა.ზესტაფონის მუნიციპალიტეტში დღევანდელი მონაცემებით 28 მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ცხოვრობს.

Visited 252 times, 1 visit(s) today