9 მაისი-ფაშიზმზე გამარჯვების დღე მცხეთა-მთიანეთის რეგიონში აღინიშნა

09/05/2021

9 მაისი-ფაშიზმზე გამარჯვების დღე მცხეთა-მთიანეთის რეგიონშიც აღინიშნა. მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 76 წელი გავიდა. ამ დღის აღსანიშნავად, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერთან გიორგი კაპანაძესთან, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ბაქრაძესთან და თვითმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავი აღნიშნეს დუშეთში, თიანეთსა და ყაზბეგშიც. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გმირთა მემორიალები გვირგვინებით შეამკეს. დღეის მონაცემებით, ომის ვეტერანებისა და მათთან გათანაბრებული პირების რაოდენობა მცხეთა-მთიანეთის მხარეში ათ ადამიანს შეადგენს. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებმა და მათთან გათანაბრებულმა პირებმა, ასევე, გარდაცვლილი ვეტერანების ოჯახებმა, სახელმწიფოს მხრიდან ერთჯერადი ფულადი დახმარება მიიღეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0