9 მაისი, ფაშიზმზე გამარჯვების დღე ხონში

09/05/2016

9 მაისი, ფაშიზმზე გამარჯვების დღე, მეორე მსოფლიო ომის ხონელ ვეტერანებს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ჯემალ მებუკემ მიულოცა. მან ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დიდების მემორიალი გვირგვინით შეამკო.
დღესვე,გამარჯვების დღე ვეტერანებს მე-2 საარტილერიო ბრიგადის ჯარისკაცებმაც მიულოცეს.
მეორე მსოფლიო ომის დასრულების 71-ე წლისთავთან დაკავშირებით, ხონში მცხოვრებ ყველა ვეტერანს, მარჩენალდაკარგულსა და გათანაბრებულ პირს მისალოცი ბარათები გადაეცათ. აღნიშნულ პირებ ადგილობრივი ბიუჯეტიდან ერთჯერადი ფულადი ჯილდო 150 ლარის ოდენობით ერიცხებათ.
დღესვე,ომის ვეტერანებმა, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მისალოც ბარათთან ერთად, ჯილდოდ 600 ლარი, მარჩენელდაკარგულებმა კი- 300 ლარი მიიღეს.
დღის ბოლოს, ხონის სამუსიკო სკოლაში ომის მონაწილეების პატივსაცემად კონცერტი გაიმართა. ვეტერანებს სიტყვით გამგებელმა ჯემალ მებუკემ მიმართა და ომის გმირები საზეიმო ვახშამზე მიიპატიჟა.
მეორე მსოფლიო ომში ხონიდან 8000 ჯარისკაცი იბრძოდა, აქედან, შინ,დაალოებით, ნახევარი დაბრუნდა. მათგან ომის დასრულებიდან 71 ე წლისთავი დღეს 7 ხონელმა ვეტერანმა იზეიმა.
ხონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა მეორე მსოფლიო ომის ყველა ვეტერანს კიდევ ერთხელ ულოცავს ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავს და თითოეულ მათგანს ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0