9 მაისს თიანეთის მუნიციპალიტეტში ფაშიზმზე გამარჯვების 71- ე წლისთავი სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა

09/05/2016

9 მაისს თიანეთის მუნიციპალიტეტში ფაშიზმზე გამარჯვების 71- ე წლისთავი სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა.
თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ქალბატონმა ლელა ქიტესაშვილმა, თიანელ ვეტერანებთან, გამგეობის თანამშრომლებთან და მუნიციპალიტეტის ა.(ა).ი.პ.-ების დირექტორებთან ერთად, ყვავილებით შეამკო სამამულო ომში დაღუპულთა მემორიალი და დამსწრე საზოგადოებას ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა. გამგებელმა ისაუბრა, აგრეთვე, ომში მონაწილეთა თავდადებასა და 9 მაისის მნიშვნელობაზე.
ქალბატონმა ლელამ ვეტერანებს პირადად გადასცა პრემიერ-მინისტრის მილოცვა და პრემიერის სახელით მადლობა გადაუხადა ფაშიზმზის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცისა და თავდადებისთვის. შემდგომ ღონისძიებამ თიანეთის კულტურის სახლში გადაინაცვლა, სადაც სსიპ სოფელ ჟებოტის საჯარო სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით 9 მაისისადმი მიძღვნილი ფოლკოლორული საღამო გაიმართა, ასევე კინო კლუბის დიდ ეკრანზე ნაჩვენები იქნა ქართული მხატვრული ფილმი „ჯარისკაცის მამა“.
ღონისძიების ბოლოს თიანეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ვეტერანებს სადღესასწაულო სადილით გაუმასპინძლდა.
თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის გადაწყვეტილებით, თიანეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს პირად ანგარიშზე 200 ლარი, ხოლო ვეტერანთან გათანაბრებული სტატუსის მქონე პირებს 100 ლარი ჩაერიცხათ.
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ვეტერანები ერთჯერად დახმარებას 600 ლარის ოდენობით, ხოლო მარჩენალდაკარგული ოჯახები — 300 ლარის ოდენობით მიიღებენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0