9 მაისს, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

9 მაისს, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნა.
სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა პაპუნა მარგველიძემ თანმხლებ პირებთან ერთად მხარეში მცხოვრებ რამდენიმე ვეტერანს პირადად მიულოცა 9 მაისი და მისალოცი წერილი, ღვინო და ტკბილეული გადასცა.
რეგიონში მცხოვრებ ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე რწმუნებულის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებმაც მიულოცეს.
ვეტერანების პატივსაცემად მუნიციპალიტეტებში ღონისძიებები გაიმართა და მათ ადგილობრივი ხელისუფლებისგან ერთჯერადი ფულადი დახმარება გადაეცათ.

Visited 268 times, 1 visit(s) today