9 სექტემბერი ასტროლოგიური პროგნოზი

09/09/2017

ვერძი
კარგი დღეა თვალსაწიერის გასაფართოებლად. თუმცა, ნუ ეცდებით ყველასთან დამეგობრებას. საღამოს სულიერი სიმშვიდე მოგინდებათ.

კურო
ზომიერება გმართებთ კვებასა და ფულის ხარჯვაში. საღამოს მოიმატებს ინტერესი მუსიკისადმი პატრიოტიზმი და მეოჯახეობა. მოგინდებათ ვინმეზე ზრუნვა.

ტყუპი
თქვენზე უფროსებთან, საინტერესო ადამიანებთან მოგინდებათ ურთიერთობა. საღამოს მოდუნებაში დაგეხმარებათ საყვარელი ფილმი ან მუსიკა.

კირჩხიბი
შეიძლება ყველაფერი ისე არ მოხდეს, როგორც გსურთ. შეიძლება გარშემო მყოფებმა იმედი გაგიცრუონ. საღამოს კარგია მედიტაცია, სურვილის ვიზუალიზაცია.

ლომი
ზოგიერთი საქმიანობის შეცვლას გადაწყვეტს; ზოგიერთის საქმიანი პარტნიორი ან კოლეგა შეეცვლება. მეტი დრო გაატარეთ უფროს ნათესავებთან ერთად. საღამო – ოჯახის წევრებთან ერთად.

ქალწული
ნუ დარდობთ წარსულის გამო. გამოიტანეთ სწორი დასკვნები და გააგრძელეთ ცხოვრება. მეტი დრო მიაქციეთ სასიყვარულო პარტნიორთან ურთიერთობის გაუმჯობესებას.

სასწორი
გააუმჯობესეთ პარტნიორული ურთიერთობა. გადახედეთ სანაცნობო წრეს და გაფილტრეთ ზედმეტი ხალხი. საღამოს მოაგვარეთ საოჯახო საქმეები.

მორიელი
ახალ პარტნიორად ნუ აირჩევთ საეჭვო რეპუტაციის ადამიანს. აასრულეთ დანაპირები. საღამოს მოიცალეთ რომანტიკული შეხვედრისთვის, კონცერტზე დასასწრებად.

მშვილდოსანი
დილიდან ჩამოწერეთ შესასრულებელი საქმეების სია. ნუ დაარღვევთ რეგლამენტს. საღამოს მოიმატებს სენტიმენტალურობა და ეცადეთ, არავის მოატყუებინოთ თავი.

თხის რქა
დილას ვალდებულებების შესრულება მოგიწევთ. საღამო საოჯახო საქმეებს უნდა დაუთმოთ. თქვენს განსაკუთრებულ მზრუნველობას საჭიროებს სასიყვარულო პარტნიორი.

მერწყული
ნუ გადაუხვევთ არჩეული გზიდან. თუმცა, ახალ საქმიან პარტნიორებს გაიჩენთ, შეიძლება ახალი ადამიანები დაიმეგობროთ ან სასიყვარულო პარტნიორი შეიცვალოთ.

თევზები
მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეების მოგვარებას. საღამოს მეოცნებე გახდებით, მუსიკის მოსმენა დაგამშვიდებთ. მეტი დრო გაატარეთ შვილებთან ერთად, მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0