გიორგი დოხტურიშვილმა, სოფელ სამღერეთში რეაბილიტირებული ბაღი და სკოლაც მოინახულა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერთან, გიორგი წიკლაურთან ერთად სოფელ სამღერეთში, მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივებთან შეხვედრისას უკვე განხორციელებული და მიმდინარე პროექტები განიხილეს. რწმუნებულმა მათ წინაშე არსებული საჭიროებები მოისმინა და დახმარებას დაჰპირდა, ასევე ისაუბრა მომავალში დაგეგმილ საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტზე, რომელიც 4,5 კილომეტრი ბეტონის საფარიანი გზის დაგებას გულისხმობს და ამით მოსახლეობის წინაშე არსებული კიდევ ერთი გამოწვევა აღმოიფხვრება.
შეხვედრის ფარგლებში გიორგი დოხტურიშვილმა მერთან, მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სოფელ სამღერეთში რეაბილიტირებული ბაღი და სკოლაც მოინახულა და მომუშავე პერსონალის საჭიროებები მოისმინა.

Visited 11 times, 1 visit(s) today