ონკოლოგოური დაავადებების მქონე პაციენტებისთვის, პროგრამით გათვალისიწნებული მედიკამენტებით მკურნალობის სრული კურსი ლიმიტის გარეშე დაფინანსდება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის ბრიფინგი: ” ჯანდაცვის სამინისტროში დანიშვნის, პრაქტიკულად, პირველივე დღიდან, დავიწყეთ, ინტენსიური მუშაობა ონკოლოგიური პაციენტების პრობლემებზე. ეს იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ერთ-ერთი პირველი დავალება, რომელიც მისგან მივიღე. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 25 000-ლარიანი ლიმიტის კალკულაციიდან ცალკე იქნება გამოტანილი ონკოლოგიური მედიკამენტები, რომელიც გათვალისწინებულია შესაბამისი სახელმწიფო პროგრამით. პრაქტიკულად, გამოირიცხება იმის შესაძლებლობა, რომ რომელიმე პაციენტისთვის, ლიმიტის გამო, ხელმიუწვდომელი გახდეს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მკურნალობის სრული კურსი. ეს ცვლილება შეეხება იმ პაციენტებსაც, რომლებსაც ამ დროისთვის, შეიძლება, ამოწურული ჰქონდეთ 25 000-ლარიანი ლიმიტი. დაწყებულია მომზადება ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, შესაბამის ნორმატიულ აქტებში ცვლილებებზე შესატანად, რაც უახლოეს დღეებში განხორციელდება. პარალელურად, ჩვენ დაგვჭირდება იმაზე მუშაობის გაგრძელება, რომ ადგილი არ ჰქონდეს და გამოირიცხებოდეს პაციენტების ინტერესებთან არათავსებადი გადახარჯვების შემთხვევები”.

Visited 30 times, 1 visit(s) today