დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ და სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა დგებუაძემ ქალაქის ცენტრის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს. რუსთაველისა და წმინდა ნინოს ქუჩების კვეთაზე, ამ ეტაპზე დასრულებულია მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება. მიმდინარეობს მოედნის მომზადება ქვაფენილის მოსაწყობად.
ქალაქის ცენტრის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტის პირველი ეტაპი მოიცავს გზის ბაზალტის ქვაფენილებით მოპირკეთებას, გრანიტის ქვაფენილების დაგებას, მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების ზოლისა და დეკორატიული ლითონის მოაჯირის მოწყობას. პროექტის ფარგლებში დამონტაჟდება თანამედროვე სტანდარტების გარე განათება. ფეხით მოსიარულეთათვის მოეწყობა გრანიტის ტროტუარები და ბორდიურები.
სამუშაოებს, რომლის ღირებულება შეადგენს 167 400 ლარს, ახორციელებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული ინდმეწარმე გოჩა ქირათელიძე.