სამტრედია-გრიგოლეთის მე-3 მონაკვეთის პროექტის მშენებლობა დაიწყო

საერთაშორისო ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის მე-3 მონაკვეთის მშენებლობის პროექტის მშენებლობა დაიწყო გუშინ,რომლის წარმომადგენლები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველ მოადგილეს ნუგზარ ცინცაძეს შეხვდნენ დაინტერესებულ მხარეებთან ერთად.შეხვედრაზე მხარეებმა იმ გამოწვევებზე ისაუბრეს,რომელსაც აღნიშნულ მონაკვეთზე მაგისტრალის მშენებლობის დროს შეიძლება გადააწყდნენ. სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე-12 კმ.ია.სამტრედია-გრიგოლეთის მე-3 მონაკვეთის მშენებლობის პროექტი 4ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის,სახიდე გადასასვლელებს,სატრანსპორტო კვანძებისა და სწორკუთხა მილის(მიწისქვეშა გასასვლელების,საქონლისა და საველე გასასვლელები)მშენებლობას ითვალისწინებს.სამტრედისა გრიგოლეთის საავტომობილო გზის მე-3 მონაკვეთი ლანჩხუთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში შემავალ სოფლების ტერიტორიებს(გვიმბალაური,ჩიბათი,ლესა,ჯურუყვეთი,ნიგვზიანი და ნინოშვილი)გაივლის. ავტობანის მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის ჯგუფის უფროსმა პეტრე აფრიმაშვილმა განაცხადა,რომ არაფერს გააკეთებს მოსახლეობასთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე.შეხვედრა სამტრედია-გრიგოლეთის მე-3 მონაკვეთის მშენებლობის პროექტის შესახებ კვლავ განახლდება.

Visited 205 times, 1 visit(s) today