სოფელ დარყაში საავტომობილო გზასთან ნაპირსამაგრი კეთდება

სოფელ დარყაში საავტომობილო გზის მიმდებარედ ნაპირსამაგრი სამუშაოები 22 მეტრზე მიმდინარეობს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ აღნიშნული ნაპირსამაგრი აუცილებლად საჭირო იყო, რადგან გრუნტი იშლებოდა და საავტომობილო გზას ავიწროებდა. სამუშაოები პროექტის “ჭალა-პერევის გზის რეაბილიტაცია” ფარგლებში სრულდება. დასაქმებულია 5 ადგილობრივი მცხოვრები.

Visited 186 times, 1 visit(s) today