თამარ ხულორდავამ აღმოსავლეთ ევროპული სახელმწიფოების, მათ შორის, საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე ისაუბრა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავამ კრინიცას ეკონომიკურ ფორუმზე, პოლონეთის სეიმის კონფერენციაში – „კარპატების ევროპა“ მიიღო მონაწილეობა, სადაც ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა და მიგრაციის კრიზისი განიხილეს.
თამარ ხულორდავამ აღმოსავლეთ ევროპული სახელმწიფოების, მათ შორის, საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე ისაუბრა.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, სამეზობლო პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიღწევად საქართველოს წარმატება იქნა წარმოჩენილი.
როგორც აღინიშნა, ევროკავშირის წინაშე არსებული გამოწვევები პირდაპირ აისახება აღმოსავლეთ ევროპულ სახელმწიფოებში მიმდინარე ევროინტეგრაციულ პროცესებზე.

Visited 142 times, 1 visit(s) today