სოფელ მარადისში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მარნეულის მუნიციპალიტეტის ყულარის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ მარადისში გზის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს 1 210 მეტრი სიგრძის გზის რებილიტაცია ასფალტ/ბეტონის საფარით.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება, რომლის ღირებულებაც 168 061 ლარია.
ინფრასტრუქტურულ პროექტში დასაქმებულია 16 ადამიანი.
პროექტი მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს დასრულდება.

Visited 153 times, 1 visit(s) today