გიორგი კვირიკაშვილი ზურაბ პოლოლიკაშვილს გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივნად დამტკიცებას ულოცავს

ვულოცავ ზურაბ პოლოლიკაშვილს გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივნად დამტკიცებას. ეს არ არის მარტო მისი წარმატება, ეს საქართველოს აღიარებაა, როდესაც ჩვენი ქვეყნიდან წარგზავნილ კანდიდატს UNWTO-ს გენერალური ასამბლეა ერთხმად უჭერს მხარს და იგი საერთაშორისო ორგანიზაციის უმაღლეს თანამდებობას იკავებს. ყველას გილოცავთ ამ დიდ წარმატებას.

Visited 121 times, 1 visit(s) today