სოფელ კორბოულში,1-ლი საჯარო სკოლის ბაზაზე არსებული მცირეკონტიგენტიანი სკოლის ახალი შენობა გაიხსნა. გახსნის ცერემონიალში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია, მუნიციპალიტეტის გამგებელი მალხაზ ბაზაძე, საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ნადირაძე, მაჟორიტარი დეპუტატი პაატა კვიჟინაძე, საჩხერის საგანმანათლებლო რესუსცენტრის ხელმძღვანელი ცისმარი მაჭარაშვილი, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრატრუქტურის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა სკოლის შენობა, რომელიც ფინური პროექტით აიგო, დაათვალიერეს და მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.
სკოლას ომის ვეტერანისა და კორბოულის 1-ლი საჯარო სკოლის პედაგოგის, ქრისტინე ხარშილაძის სახელი მიენიჭა.
სიტყვით გამოვიდნენ როგორც მინისტრის მოადგილე, მაჟორიტარი დეპუტატი, მუნიციპალიტეტის გამგებელი, საკრებულოს თავმჯდომარე ისე ადგილობრივი ხელმძღვანელობა და რიგითი მოქალაქეები. ქრისტინე ხარშილაძის ვაჟმა რევაზ მაჭარაშვილმა სკოლას საჩუქრად ღვთისმშობლის ხატი და იაკობ გოგებაშვილის წიგნები გადასცა.
თავის მხრივ მოსწავლეებმა სტუმრებს ლექსები და ქართული ხალხური სიმღერები შესთავაზეს.
სკოლაში 13 მოსწავლეა რეგისტრირებული, მათ განათლებაზე 6 პედაგოგი იზრუნებს. მშენებლობაზე 17 ადგილობრივი იყო დასაქამებული. პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეკუთვნის. სამშენებლო სამუშაოები კომპანიამ „ელ ჯორჯიამ“ აწარმოა.
შეგახსენებთ, რომ მსგავსი ტიპის, მცირეკონტიგენტიანი სკოლა სოფელ ბაჯითშიც შენდება. აღსანიშნავია, რომ ასეთი სკოლები მხოლოდ 10 მუნიციპალიტეტში აიგო.