ჩვენ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ხელი მოვაწერეთ

“ჩვენ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ხელი მოვაწერეთ. ამჟამად მიმდინარეობს საბოლოო სახელმწიფოებრივი პროცედურების განხორციელება. უნდა მოხდეს რატიფიცირება. დღეს ჩვენ შევთანხმდით, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს აღნიშნული შეთანხმების რატიფიცირება, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნულ-პოლიტიკური საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მა ფეიჰუასთან შეხვედრის შემდეგ.
პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებების განვითარებაზე. მათ შორის, დიმიტრი ქუმსიშვილმა დაასახელა ტურიზმი, რომლის განვითარების მიმართულებითაც მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი. აგრეთვე ინდუსტრიული მიმართულება. პირველმა ვიცე-პრემიერმა დადებითად შეაფასა რამდენიმე დღის წინ ჩინეთში ხელმოწერილი შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს ფოთში ერთობლივი თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განვითარებას.

Visited 152 times, 1 visit(s) today