რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, ახლად რეაბილიტირებული #41 საბავშვო ბაღი ახალი ინვენტარით აღიჭურვა. საბავშვო ბაღის 4 ახალი სააღმზრდელო ჯგუფისთვის, ბაგა-ბაღების გაერთიანებამ თანამედროვე სტანდარტების საწოლები, სანიტარულ-ჰიგიენური მასალების შესანახი კარადები, ახალი ჭურჭელი, ასევე რბილი ინვენტარი(საბანი, ლეიბი და ბალიში) შეიძინა. 2017-2018 სასწავლო-სააღმზრდელო წლისთვის რუსთავის ოცივე საბავშვო ბაღში განახლდა ჭურჭელი, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 31 000 ლარი დაიხარჯა. რუსთავის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა ახალი ინვენტარით განახლება მომავალი წლის იანვარში დასრულდება.
Visited 244 times, 1 visit(s) today