გლოვის დღესთან დაკავშირებით გურიის რეგიონში ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.
სასტუმრო „ლეო გრანდში“ გაჩენილი ხანძრის დროს გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილისა და მთავრობის გადაწყვეტილების თანახმად, 2017 წლის 27 ნოემბერი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გლოვის დღედ გამოცხადდა.
24 ნოემბერს, ბათუმში, სასტუმრო „ლეო გრანდში“ გაჩენილ ხანძარს 11 ადამიანი ემსხვერპლა.
Visited 222 times, 1 visit(s) today